0% შევსებულია

როგორ შეიძლება გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ჯანდაცვის პროფესიონალებს რევმატოლოგიაში (ჯპრ) და მათ კვლევით საქმიანობაში ჩართვას ევროპის მასშტაბით?

ძვირფასო კოლეგავ,

გიწვევთ კვლევაში სახელწოდებით „როგორ გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ჯანდაცვის პროფესიონალებს რევმატოლოგიაში (ჯპრ) და მათ კვლევით საქმიანობაში ჩართვას ევროპის მასშტაბით“ ჩასართავად. გამოკითხვა ინიცირებულია ჯანდაცვის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისა და EULAR (რევმატოლოგიის ასოციაციების ევროპული ალიანსი)

კვლევითი ცენტრის მიერ. ჩვენ არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით ჯპრ-ის კვლევით საქმიანობებთან დაკავშირებული გამოცდილებების, პერსპექტივებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, ეს გამოცდილებები და ცოდნა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ამ გამოკითხვით გვინდა, გამოვავლინოთ ფაქტორები, რომელებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ ან შეაფერხონ კვლევითი საქმიანობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. გამოკითხვა ხელმისაწვდომი იქნება 20-ზე მეტ ენაზე, რათა ევროპის მასშტაბით მეტ ჯპრ სფეროში მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალს მიეცეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

ჩვენ გვსურს მოვიცვათ შემდეგი პრაქტიკოსები:

  • ბიო/კლინიკური სტატისტიკოსები
  • დიეტოლოგები/ნუტრიციოლოგი
  • ეპიდემიოლოგები/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები
  • მოძრაობის/სპორტის მეცნიერები/ბიომექანიკოსები
  • ექთნის თანაშემწეები
  • ოკუპაციური თერაპევტები
  • ორთოპედები
  • ფარმაცევტები
  • ფიზიოთერაპევტები
  • ექიმის თანაშემწეები
  • ექიმის თანაშემწეები
  • პოდიატრები
  • ფსიქოლოგები
  • სოციალური მუშაკები
  • ან სხვა მოკავშირე/მონათესავე ჯანდაცვის პროფესიის წარმომადგენლები

გთხოვთ, გაუზიაროთ ბმული ყველა თქვენს კოლეგას. წინაწარ გიხდით მადლობას!

ეს გამოკითხვა დაგვეხმარება სამომავლოდ ჯპრ პრაქტიკოსების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და მათ ეფექტური სტრატეგიებით და ქმედებებით მხარდაჭერაში. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ინფორმაცია EULAR-ის შესახებ ან ამჟამად ხართ თუ არა ჩართული რაიმე კვლევით საქმიანობაში, თქვენი აზრი და დამოკიდებულება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესოა და გთხოვთ შეავსოთ მოცემული კითხვარი. შესაბამისად, არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. კთხვარის შევსებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და უარის თქმა და შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

სასურველია, კითხვარის შევსებისას გამოიყენოთ ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი, რათა მეტად მოსახერხებელი იყოს ტექსტის წაკითხვა.

თქვენი პასუხები ანონიმურია. გამოკითხვით შეგროვებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და გამოყენებული იქნება მხოლოდ ხსენებული კვლევისთვის. მონაცემები შეინახება ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ავსტრია). კვლევის შედეგები შეიძლება გამოქვეყნდეს (დაბეჭდილი ან ელექტონული) სამეცნიერო სტატიის სახით და წარმოდგენილი იყოს კონფერენციებზე.

ქვემოთ, ღილაკზე „შემდეგი“ დაწკაპუნებით თქვენ ეთანხმებით ამ კვლევაში მონაწილეობას და ნებას რთავთ მკვლევრებს გამოიყენონ თქვენი ანონიმური მონაცემები ანალიზისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დროებით შეწყვიტოთ კითხვარის შევსება და სურვილის შემთხვევაში მოგვიანებით დაუბრუნდეთ მას. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის! თქვენს ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლოდ სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში და რევმატოლოგიის სფეროში კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერაში.

კითხვების შემთვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენელს ერიკა მოსორს ელფოსტაზე erika.mosor@meduniwien.ac.at.


Sincerely yours, the EULAR HPR Research Survey Project Team


Erika Mosor, PhD, Medical University of Vienna – 2022